„ჩეჩნეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 98,99%-ით გაიმარჯვა,“ იუწყება რესპუბლიკის საარჩევნო კომისია.
აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სიებში შეყვანილი 816 869 ამომრჩევლიდან 792 823-მა ამომრჩეველმა, რაც 97,06%-ია.