პუტინმა წააგო ერევნის, ჰააგისა და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგების თანახმად, ერევნის, ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო. ბერლინის, თელ-ავივის, პარიზის, ალმათის, ლისაბონის, ბელგრადის, დუბაის საარჩევნო უბნების შედეგები ჯერ უცნობია.


ქალაქები, სადაც ვლადიმერ პუტინმა წააგო:

ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)
ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)
პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)
ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)
ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)
ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%)


ქალაქები, სადაც პუტინმა გაიმარჯვა:

ბაქო: პუტინი (77,26%), დავანკოვი (14,23%)
ბიშკეკი: პუტინი (73,81%), დავანკოვი (18,94%)
ჯენუა: პუტინი (70,86), დავანკოვი (19,55%)
პუკეტი: პუტინი (48,24%), დავანკოვი (38,93%)
სეული: პუტინი (41,47%), დავანკოვი (39,65%)
სოფია: პუტინი (59,93%), დავანკოვი (28,01%)
ტალინი: პუტინი (75,22%), დავანკოვი (12,76%).
ტაშკენტი: პუტინი (57,95%), დავანკოვი (31,92%)