ბელორუსის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სცენარის მიხედვით, ლიეტუვა წვრთნებს ატარებს

ლიეტუვა ახალ წვრთნებს ჩაატარებს სასწრაფო დახმარების სამსახურებისთვის, რათა უპასუხონ ოსტროვეცში, ბელორუსის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის პოტენციურ გაჟონვას. ტრენინგი, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ორშაბათს, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება, მიზნად ისახავს ყველა სამსახურის კოორდინაციას ბელორუსის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში. სწავლება გაიმართება ვილნიუსსა და სვიანჩენის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ბელორუსს და მდებარეობს ატომური ელექტროსადგურიდან 40-60 კმ-ში.


სცენარის მიხედვით, ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ლიეტუვაში ინსტრუმენტების მიერ გამოვლენილი რადიაციული გაჟონვის შესახებ და სამსახურებმა უნდა ამოქმედონ შესაბამისი რეაგირების მექანიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

საერთო ჯამში საქმეში საერთვებიან ეროვნული უსაფრთხოების კომისია, კრიზისებზე რეაგირების ეროვნული ცენტრი, ექვსი სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.


მსგავსი წვრთნები გასულ წელსაც ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მინსკს საპროტესტო ნოტა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბელორუსმა ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება დაიწყო და მისი სიმძლავრე გაზარდა.