მაკრონს აქვს სრული უფლება, თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნა განიხილოს - სალივანი

როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს აქვს სრული უფლება, განიხილოს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნა. ამის შესახებ თეთრის სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„პრეზიდენტ მაკრონის სახელით ვერ ვისაუბრებ. ცხადია, ის აგრძელებს თავისი მოსაზრებების საჯაროდ განხილვას და ცხადია, მას ამის სრული უფლება აქვს," - აღნიშნა სალივანმა.


ამასთან, მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, და რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფაქტობრივად გაიმეორა ეს ამერიკელი ხალხის წინაშე.

„ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით,“აღნიშნა სალივანმა.