ესტონეთი რუს დიპლომატს აძევებს

19 მარტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და აცნობა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ამის შესახებ ესტონური მაუწყებელი ERR სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ მოითმენს მოსკოვის ქმედებებს ესტონეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კოორდინირებული ჰიბრიდული ოპერაციები ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს.

„ესტონეთი ასევე განიხილავს ამ საკითხს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ზომები ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად,“ - აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.