Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. ფესტივალი, რომელიც წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ოთხ სცენაზე 60-ზე მეტ შემსრულებელს უმასპინძლებს.
ღონისძიების ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანელი რეპერი M.I.A., ნორვეგიელი მუსიკოსი Aurora, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი შემსრულებელი Masego და ინგლისური ჯგუფი Archive. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ბენდი La Femme, ამერიკული კოლექტივი She Wants Revenge, პოსტპანკ დუეტი Lebanon Hanover-ი და სხვები.
ფესტივალზე წარდგებიან გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი Ellen Allien-ი, ნიდერლანდელი დიჯეი Speedy J, იაპონელი პროდიუსერი Ken Ishii და სხვა. ქართველი არტისტებიდან კი, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ LOUDspeakers-ი, Killages-ი, MokuMoku, Psychonaut 4, AVARA, Circus Mircus-ი, ბაჩო ჯიქიძე და სხვები.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში, გაიმართება. წელს ფესტივალს KHIDI უერთდება და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სცენას სწორედ ეს კლუბი დაიკავებს.