პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისმა (IG) აამოქმედა ახალი ვებგვერდი, რათა ამერიკელებს უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული იარაღისა და აღჭურვილობის ზედამხედველობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება. როგორც აღინიშნა, ახალი ვებგვერდი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით შეიქმნა იმ დროს, როცა კონგრესში რესპუბლიკელები აგრძელებენ უკრაინისთვის ახალი დაფინანსების შეჩერებას და კითხვას სვამენ, სათანადოდ აღირიცხება თუ არა უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღი.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდი უზრუნველყოფს რესურსებს და ინფორმაციას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც აშშ-ის საზედამხედველო 20-ზე მეტი უწყება, რომელიც ცნობილია, როგორც უკრაინის ზედამხედველობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი - ეს ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინის დახმარება ბოროტად არ იყოს გამოყენებული.