უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მისი თქმით, რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება ჩანს.
„მტრის აღჭურვილობისა და იარაღის განადგურების მკაფიო კადრები. ჩვენი მებრძოლები ხელს უშლიან მტერს გეგმების განხორციელებაში,“ - წერს მთავარსარდალი ვიდეოს აღწერაში.