„უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც გააცნობიერა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით - „ევროპა 2024“ ისაუბარა.
„2022 წლის აგვისტოში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში ვისაუბრე ისტორიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ევროპაში ვდგავართ. მაშინაც და ახლაც კითხვა ასეთია: როგორ დავიცვათ ევროპული სამშვიდობო წესრიგი ნეოიმპერიული რუსეთისგან, რომელსაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა სურს და რომელშიც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
მაშ, რა უნდა გააკეთოს თავისუფალმა, დემოკრატიულმა ევროპას თავისი ისტორიის ამ ეტაპზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა, განვავითაროთ ევროპის სამშვიდობო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, თუნდაც გარე გამოწვევების ფონზე. სულ რამდენიმე წლის წინ, „ბრექსიტის“ შემდეგ და კოვიდპანდემიის დროს, ყველგან საუბრობდნენ ევროკავშირის დაშლასა და ევროპული პროექტის დასრულებაზე. ჩვენი კავშირი ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც აღიარა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ აღნიშნა შოლცმა.