ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად, რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. უკრაინაში შეჭრამდე რუსული ნავთობით ერთ-ერთმა მსხვილმა მოვაჭრე, ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გამცოენის ცნობით, დიზელის საწვავის ფიუჩერსები ოთხჯერ, ბენზინის ფიუჩერსები კი - ექვსჯერ გაიზარდა. ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელით შემცირდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა და მწყობრიდან გამოვიდა.
13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ ბოლო პერიოდში დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის.