აშშ უკრაინაში გაგზავნის მიზნით, სამხედრო აღჭურვილობის მოძიებას სამხრეთ ამერიკაში ცდილობს

სამხრეთ ამერიკის ცხრა ქვეყანა ფლობს რუსულ სამხედრო აღჭურვილობას, რომლის გაგზავნაც პოტენციურად, უკრაინისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მეთაური ლორა რიჩარდსონი აცხადებს. აშშ-ს ამ აღჭურვილობის ამერიკულ იარაღში გაცვლა სურს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კუთვნილი იარაღი კი, უკრაინას უნდა გადაეცეს.


ამერიკელმა გენერალმა მოცემული ქვეყნები არ დაასახელა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ არგენტინის, გაიანის, ვენესუელისა და ჰაიტის გარდა, ურუგვაის, ეკვადორს, კუბასა და ნიკარაგუას აქვთ საბჭოთა აღჭურვილობა თავიანთ შეიარაღებულ ძალებში.

არგენტინამ უკრაინაში უკვე გაგზავნა ორი მრავალმხრივი MI-171E ტიპის ვერტმფრენი, რომლებიც ადრე რუსეთში იყო შეძენილი.