„უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება, იარაღის მიწოდებას აღემატებოდეს“ - ფრანგი გენერალი

რუსეთი არ უნდა ელოდოს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში მხოლოდ იარაღის მიწოდებით შემოიფარგლება. ამის შესახებ ფრანგმა გენერალმა ჟურნალისტებს NATO-ს ახალი წევრის შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ მიქაელ ბოდენთან პარიზში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განუცხადა.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ტიერი ბურკჰარდმა აღნიშნა, ომი დასრულდება, როდესაც რუსეთი შეწყვეტს შეტევას.


მისი თქმით, პუტინი ავითარებს საკუთარ ლოგიკას იმის შესახებ, რომ დასავლეთი არასდროს წავა უკრაინაში, არამედ, უბრალოდ მიაწოდებს იარაღს.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მას, რომ ის ვერ შეძლებს ამ ლოგიკის გამოყენებას ბოლომდე, რადგან ეს აზრი არ არის სწორი,” - აღნიშნა ბურკჰარდმა.

„უკრაინის ომი ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ ჩართული ვართ მის შედეგებში. ამიტომ ევროპელებს უნდა შეეძლოთ რისკების შეფასება, რათა უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება მომდევნო ათწლეულში," - განაცხადა გენერალმა.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.