რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელიც „დნეპროჰესის“ კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა - უკრაინა

რუსული რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელსაც ხალხი გადაჰყავდა „დნეპროჰესის“ კაშხლის გასწვრივ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა.


„ტროლეიბუსში ხალხი იყო. ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოქალაქეები მიდიოდნენ სამსახურში,“ - წერს ანდრიუშჩენკო.

სხვა დეტალებზე უკრიანული მედია არ წერს.

როგორც ცნობილია, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 22 მარტს სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ერთი ელექტროგადამცემი ხაზი დაკარგა. “დნეპროჰესზე“, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.