ჩეხეთმა უკრაინას მიაწოდა თავისი ბოლო საბჭოთა Mi-24 თავდასხმის ვერტმფრენები, იტყობინება ჩეხური მედია Denik N ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ცერნოჩოვაზე დაყრდნობით.
პრაღამ უკრაინას თავისი რამდენიმე Mi-24-ის ვერტმფრენი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, წინა წლებში გადასცა.
2023 წლის აგვისტოში გამოაცხადეს, რომ ჩეხეთმა შესაძლოა, უკრაინას Mi-24-ის ვერტმფრენები მიაწოდოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ ახალი ამერიკული მოდელებით ანაცვლებს.
შეგახსენებთ, ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.
ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ.
„ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ.
ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.