უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ვაშინგტონის სავარაუდო მოწოდებების შესახებ, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. სტეფანიშინას თქმით, უკრაინა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
მან ეს განაცხადა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე Financial Times-ის სტატიის შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ უკვე იყო განცხადებები კიევის სხვა ოფიციალური პირებისგან, რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა.
„ფაქტობრივად, ჩვენ ვმოქმედებთ NATO-ს საუკეთესო სტანდარტებით,“ აღნიშნა სტეფანიშინამ.