ლიეტუვამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. ლიეტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმძა დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა მიიღეს.

სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება ამჟამად მოიცავს სხვადასხვა იარაღს, საბრძოლო მასალას, უპილოტო თვითმფრინავებს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, ჯარისკაცების წვრთნას, მძიმე ტექნიკის შეკეთებას და ყველა სხვა მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის საჭიროებების შესაბამისად გაეწია.

ლიტვამ უკვე შეიმუშავა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგ, რომელიც 2024-2026 წლებში 200 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს.