ვაშინგტონს კიევისთვის არ უთხოვია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შეწყვეტა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არ მიუღია აშშ-სგან მოწოდება, რომ შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ვაშინგტონის სავარაუდო მოწოდებების შესახებ, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შესაბამისი სტატია Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.


„ეს არის ფიქციური ინფორმაცია. ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინას ვერავინ უკარნახებს საომარ პირობებს. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უკრაინას შეუძლია, გაანადგუროს რუსეთის ხელთ არსებული ომი ინსტრუმენტები. საწვავი ომის ძირითადი ინვენტარია. ამიტომ უკრაინა მომავალშიც გაანადგურებს საწვავის ინფრასტრუქტურას," - განაცხადა პოდოლიაკმა 22 მარტს ტელეკომპანია "დოჟდთან“ ინტერვიუში.


ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.