დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას და სადაზვერვო დრონებს უგზავნის

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 75,5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

„სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს,“ განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს.

მანამდე ცნობიილი გახდა, რომ პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ.