ბლინკენი ამბობს, რომ აშშ კატეგორიულად გმობს რუსეთში მომხდარ „სასიკვდილო თავდასხმას“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები „მტკიცედ გმობს მოსკოვშთან მომხდარ სასიკვდილო თავდასხმას.“

ბლინკენმა დასძინა, რომ ვაშინგტონი სოლიდარულია „რუსეთის ხალხის მიმართ და „ტერორიზმის ყველა გამოვლინებას“ გმობს.


ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება.