თეთრი სახლი ადასტურებს, რომ მან გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება „დიდი შეკრების“ ადგილებში შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.
„ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რაც პოტენციურად სამიზნებად აქცევდა დიდ შეკრებებს, მათ შორის, კონცერტებს,“ - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა.
ვაშინგტონმა "ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას გაუზიარა," აღნიშნა უოტსონმა.
BBC წერს, რომ კრემლმა ეს გაფრთხილებები უარყო, როგორც "პროპაგანდა" მაშინაც კი, როცა შეერთებულმა შტატებმა თავისი შეშფოთება გაასაჯაროა რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის.
ბოლო ცნობებით, რომელსაც BBC ავრცელებს Crocus City Hall-ში თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 100-ზე მეტი დაშავებულია.
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.
შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.