უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სადესანტო ხომალდებს დაარტყეს - უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში ოკუპანტების დიდ სადესანტო გემებს, “იამალსა“ და „აზოვ“, კავშირგაბმულობის ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი ავრცელებს.


„უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს „იამალსა“ და „აზოვს“, კავშირგაბმულობის ცენტრს, ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - ნათქვამია განცხადებაში.