ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციამ მესამე შეიარაღებული პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, კიდევ ორი პირი, რომელიც ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეჭრას ცდილობდა, დაშავებულია და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ამ დროისთვის პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს.