მაკრონი: ევროპა უფრო მეტ ერთიანობას ავლენს და უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უფრო და უფრო მეტ ერთიანობას ამჟღავნებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ევროპული დასკვნებში სიტყვა - „ინტენსიურად“ პირველად ჩნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ რუსების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, რაც მიდგომის რეალური ცვლილებაა,“ - აღნიშნა მაკრონმა.


„საქმეები კარგად მიდის და ბოლო კვირების განმავლობაში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანი იყო როგორც ერთიანობის, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ერთობლივ მიღწევებს შორის მან აღნიშნა ჩეხეთის ინიციატივის ყველა ქვეყნის მიერ დამტკიცება (უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით - რედ.), რომელსაც აქამდე სკეპტიციზმით ეპყრობოდნენ, ასევე, საერთო გაგებაა უკრაინის დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ.


„თუ ჩვენ ბევრად უფრო შორს  უნდა წავიდეთ, თუ სიტუაცია გაუარესდება, თუ ევროპულის გარდა სხვა დაფინანსება ამოიწურება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, უფრო რადიკალური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ,“ განაცხადა მაკრონმა.