რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში კიდევ ორი ბომბი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Astra წერს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა სამხედრმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს საბრძოლო მასალები ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინისკენ მიმავალ გზაზე.
ყველაზე ხშირი ინციდენტები ბელგოროდის რეგიონში ფიქსირდება. 22 თებერვალს სოფელ სოლოტში FAB-250 დაეცა, საბრძოლო მასალა არ აფეთქდა და მოგვიანებით განადგურდა. 27 იანვარს FAB-250 კოროჩანსკის რაიონის სოფელ პოსტნიკოვში იპოვეს. მსგავსი ფაქტი 21 იანვარს სოფელ იონოვკას მახლობლად და 13 იანვარს კრასნოდარის მხარეშიც დაფიქსირდა.
2 იანვარს ვორონეჟის რაიონის სოფელ პეტროპავლოვკაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე ხუთი მანქანა და ტრაქტორი.