ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთიდან ჯართის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს

ლიეტუვამ, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერით, ევროკავშირს შესთავაზა, აკრძალოს შავი ლითონების, სპილენძის, ალუმინის ნარჩენებისა და ჯართის იმპორტი რუსეთიდან.

ლიეტუვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამ შემოსავალს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ინფორმაციას LRT ავრცელებს.


„წინადადება ორშაბათს ბრიუსელში, გარემოს დაცვის საბჭოს სხდომაზე წარადგინეს,“ ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს პრესრელიზში.


„ლიეტუვა სთავაზობს ევროკომისიას, შეაფასოს ყველა ვარიანტი ევროკავშირის დონეზე და გამოვიდეს წინადადებით რუსეთიდან ნარჩენების იმპორტის შეჩერების შესახებ ევროკავშირში ან წევრ ქვეყნებს მიეცეს ცალმხრივი შემზღუდავი ზომების მიღების უფლება,“ - ამბბს ელჩი იურგა კასპუტიენე, ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ევროკავშირში.


„ევროკავშირმა 2022-2023 წლებში 118 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შავი ლითონები, სპილენძი და ალუმინის ნარჩენები და ჯართი შეიტანა რუსეთიდან,“ განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ იმპორტის უმეტესი ნაწილი ლიეტუვაზე გადიოდა.