უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა ,ორჯერ მეტი ჭურვი მიიღონ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში.
აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.
„ჩვენ შეგვიძლია, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე თავდაპირველად გამოცხადებული რაოდენობაა (მხედველობაშია 800 000 საბრძოლო ტყვია უკრაინისთვის - რედ.),“ - ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია, გადაიტანოს მილიონნახევარი ჭურვი.
მან განმარტა, რომ საბრძოლო მასალის პირველადი მიწოდების დაფინანსება საჭიროა უკრაინაში გაგზავნამდე.
ამიტომ, თავად ჩეხეთის ინიციატივა არ იქნება საკმარისი უკრაინის მხარდასაჭერად. ლიპავსკის თქმით, ჩეხეთის ინიციატივა უკვე იძლევა შედეგს და გავლენას ახდენს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებზე, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა.
„როგორც ვხედავთ, ეს უკვე ეხმარება უკრაინას უკეთ ბრძოლაში, რადგან მათ იციან, რომ ექნებათ ახალი საბრძოლო მასალის მარაგი, რამაც შეცვალა მათი პერსპექტივა არსებული მარაგების გამოყენების შესახებ,“ დასძენს მინისტრი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების ვადის დაკონკრეტებაზე უარი თქვა.