Bloomberg-ი: ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ კრემლის მაღალჩინოსნები შოკირებულნი იყვნენ სპეცსამსახურების უუნარობით, აღეკვეთათ თავდასხმა.

გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი.


წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი მომხდარი ტერაქტის უკრაინის წინააღმდეგ ომის გარშემო ხალხის გაერთიანებისთვის გამოყენებას ცდილობენ.