განახლებული დეკლარაციის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს; ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
შარშან თვეში მისი ხელფასი, საშუალოდ, 3750 ლარი გამოდიოდა; 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის - ნიკოლოზ ღარიბაშვილის 2023 წლის აგვისტოში აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი. ნიკოლოზ ღარიბაშვილის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი, 6255 ლარი.