მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს. „80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა მიხაილ მურაშკომ.


მისი თქმით, 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.