საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში, მონტენეგროსთან „გრადსკი არენაზე“ ითამაშებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მანამდე კიდევ ერთი მატჩი შედგება.


იაშვილის თქმით, ჯერ უცნობია, ვის დაუპირისპირდება ჩვენი გუნდი. ამ მომენტისთვის რამდენიმე ნაკრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.