რამდენიმე უცხო ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი, სამხედროებს გაგზავნის საფრანგეთში, რათა ოლიმპიადის დროს, პარიზს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში დაეხმაროს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ასეთ ზომას ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით გეგმავენ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის შესაძლებლობებს ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში, ბევრი უცხო ქვეყანა გააძლიერებს.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იქნება წარსულის პრაქტიკის შესაბამისი. საფრანგეთის პოლიცია ჩართული იყო კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომების უზრუნევლყოფაში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თქმით, ოლიმპიადისთვის 18000 ფრანგი ჯარისკაცი იქნება მობილიზებული, მათ შორი, 3000 პასუხისმგებელი იქნება საჰაერო დაზვერვაზე.