იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია, რის მიზეზადაც ტექნიკური ხარვეზი სახელდება.

გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ, მომსახურების მიღება შეძლონ,“ წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.