უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სექტორში, უფრო კონკრეტულად კი, მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალ ელჩად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, მანამდე ზელენსკიმ მარკ შევჩენკო უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
დანილოვი ხსენებული თანამდებობიდან ზელენსკიმ 26 მარტს დანილოვი გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა დანილოვის შემცვლელად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.