ნიდერლანდებში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

BBC-ის ცნობით, კაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.


პოლიციამ ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა, მაგრამ განაცხადა, რომ "ამ დროისთვის ტერორისტული მოტივის ნიშანი არ არსებობს." მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ სამი ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ „პროცესი ისევ გრძელდება.“ ქალაქის ცენტრი დაკეტილია.

განახლება: ნიდერლანდის პოლიციის ცნობით, ქალაქ ედეში მძევლების აყვანის ინციდენტი დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, დააკავეს ერით პირი.

„ამ წუთში გათავისუფლდა ბოლო მძევალი, „ერთი პირი დაკავებულია, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია,“ იტყობინება პოლიცია X-ის საშუალებით.