„ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე.“ ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.