უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. სიმონიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის მიხედვით, მათ შორის, იგულისხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებების პროპაგანდა.
გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სიმონიანი გენოციდისკენ მოწოდებაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. ორგანიზაციამ სიმონიანი დაადანაშაულა უკრაინელი ბავშვების მასობრივი მკვლელობის მოწოდებაში, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვების გაგრძელების კამპანიის წახალისებაში.. უკრაინამ სიმონიანი მსგავს ბრალდებებში 2022 წლის მარტშიც დაადანაშაულა.