მძიმე დანაკარგების შემდეგ, პუტინმა შავი ზღვის ფლოტის ახალი მეთაური დანიშნა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალ მეთაურად სერგეი პინჩუკი დანიშნა, რომელმაც ვიქტორ სოკოლოვი შეცვალა.


შოიგუმ შეხვედრა გამართა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან და გაახმოვანა პუტინის განკარგულება რუსეთის საზღვაო ძალებში საკადრო ცვლილებების შესახებ. პუტინმა დანიშნა: ადმირალი ალექსანდრე მოისეევი საზღვაო ძალების მთავარსარდლად; ვიცე-ადმირალი კონსტანტინე კაბანცოვი ჩრდილოეთ ფლოტის მეთაურად; ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად.


რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული ომის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ფლოტის ფლაგმან, კრეისერ „მოსკვის“, უახლესი კლასის კორვეტ „სერგეი კოტოვის“, დიდი სადესანტო გემების „სარატოვის, „ნოვოჩერკასკის“, „ცეზარ კუნიკოვის და ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღის ჩაძირვა. უკრაინამ რამდენჯერმე წარმატებით შეუტია შავი ფლოტის სახმელეთო ობიექტებს, მათ შორის, საშტაბო და მართვის შენობებს.

უკრაინა ძირითადად საზღვაო დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აწარმოებს იერიშებს. მოსალოდნელი იერიშების შიშით რუსეთმა გემების უმეტესობა სევასტოპოლის ბაზიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანა.