ბლინკენი: NATO-ს სამიტი ფოკუსირებული იქნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ამის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკის ქონა მნიშვნელოვანია. ეს განცხადება მან საფრანგეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


„მჯერა, რომ NATO-ს სამიტი, რომელიც საიუბილეოა, ნამდვილად იქნება ძალიან კონცენტრირებული საკმაოდ კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავადგინოთ ეს საგზაო რუკა. ან გამოვიყენოთ სხვა სურათი, ხიდი - აუცილებელი ხიდი, რათა უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს,აღნიშნა ბლინკენმა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3-4 აპრილს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება შეხვდება ათზე მეტ დასავლელ კოლეგას და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის მთავარ დიპლომატ ჯოზეფ ბორელთან. კულებას ვიზიტი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში ალიანსის 75 წლის იუბილეზე შედგება, რაც შვედეთისთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრის, პირველი ასეთი შეხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 28 აპრილს, ბრიუსელში უკრაინა-NATO-ს საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.