Zara-მ, Bershka-მ და მოდის სხვა ბრენდებმა უკრაინაში მაღაზიები ხელახლა გახსნეს

Zara-მ, Bershka-მ, Pull&Bear-მა და სხვა უცხოურმა ბრენდებმა კიევში, 3 აპრილს რამდენიმე მაღაზია კვლავ გახსნეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარტში დაადასტურა, რომ Inditex, ესპანეთის საკუთრებაში არსებული მრავალეროვნული კომპანია, რომელიც Zara-ს და სხვა ბრენდებს ფლობს, თანდათან განაახლებს ოპერირებას უკრაინაში.


კიევში დაახლოებით 20 მაღაზია გაიხსნება. ბევრმა უცხოურმა ბრენდმა შეაჩერა თავისი ბიზნესი უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მაკდონალდსი, H&M, დანიელი საიუველირო კომპანია Pandora და ფრანგული კოსმეტიკური კომპანია Yves Rocher არიან იმ მსხვილ უცხოურ ბრენდებს შორის, რომლებიც ხელახლა გაიხსნა უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარტში გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში საერთაშორისო ბიზნესის აღდგენაზე, ახალი კომპანიების შეყვანაზე, რათა „გააღრმავოს ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში.“