პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დააანონსა. განცხადება ორბელიანების სასახლეში 17:00 საათზე გაკეთდება. ბრიფინგის თემა არ გასაჯაროებულა, თუმცა ანონსს წინ უძღვის მმართველი გუნდის სადავო განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტიც.
„ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.