ომბუდსმენი: დაუშვებელია უხამსი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკაოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან.


„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.