რუსეთში, დონის როსტოვში მასშტაბური ხანძარი იყო

რუსეთში, დონის როსტოვში 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მარცვლეულის შესანახ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ქალაქ როსტოვში აფეთქებების ხმაც გაისმა, შემდეგ კი, ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის საწყობის ტერიტორიაზე, იუწყება ტელეგრამ-არხი „ბაზა.“

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ხანძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. წერდნენ მედიასაშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

არც დრონების შესაძლო თავდასხმის და არც შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.