ლატვია უახლოეს მომავალში უკრაინაში ერთი მილიონი ევროს ღირებულების უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტიის გაგზავნას გეგმავს, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ ლატვიის მიერ წარმოებული დრონები უკვე გამოსცადეს.
„ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა აღიარეს, რომ ისინი ეფექტიანია ბრძოლაში,“ აღნიშნა სილინამ.
მთლიანობაში, ლატვია 2024 წელს უკრაინაში დრონების მიწოდებისთვის 9 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.