საფრანგეთის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება.
შეკითხვას, უქმნის თუ არა რუსეთი ოლიმპიადას საფრთხეს, ემანუელ მაკრონის უპასუხა: „არაფერში არ მეპარება ეჭვი, მათ შორის ინფორმაციის კუთხით.“
მაკრონი ბოლო პერიოდში რუსეთთან მიმართებით სულ უფრო მკაცრ პოზიციას აფიქსირებს.
მისმა მთავრობამ ასევე უფრო მკაცრი ხაზი გაატარა ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ. ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციების დაწესების შეთავაზებით გამოვა.
პარიზი ბლოკის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მზარდ მცდელობებზე საუბრობს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.