ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონის განცხადებით, ვროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ,” - განაცხადა ქემერონმა. ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაში “რეალური როლი” უნდა შეასრულონ. კამერონმა ასევე მოუწოდა ევროპას თავისი ძალისხმევები გააორმაგოს, რათა თავდაცვაზე ხარჯების მშპ-ის 2%-იან საჭირო დონეს მიაღწიონ.

„გვჭირდება, რომ მათ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შევხვდეთ და ამ სახსრების გამოყოფისკენ ვუბიძგოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს ვერ აღწევს,” - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.