ამერიკის საელჩო: საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.


„საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.