ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენის შეკეთება დასრულდა

Balticconnector-ის გაზსადენის რემონტი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს, და დაზიანდა 2023 წლის ოქტომბერში, დაგეგმილის მიხედვით დასრულდა. ამის შესახებ ფინურმა კომპანია Gasgrid-მა განაცხადა. გასგრიდის განცხადებით, ასევე შემოწმდა მილის გაჟონვა და გამძლეობა. ახლა დაწყებულია სამუშაო მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მოსამზადებლად.


Gasgrid-ის შეფასებით, მილსადენი ექსპლუატაციაში 22 აპრილს შევა.

ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი Balticconnector-ის გაზსადენის დაზიანება 7–8 ოქტომბრის ღამეს აღმოაჩინეს. დაზიანების შედეგად გაზის ტრანსპორტირება შეწყდა. წინასწარი გამოძიების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილა ჩინურ გემ NewNew Polar Bear-ზე, რომელიც იმ მხარეში იმყოფებოდა, როდესაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. ფინეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი ზღვის ფსკერზე იყო მიმაგრებული, გაწყვიტა მილსადენი და მრავალი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ადრე განაცხადა, რომ გამოძიების ხანგრძლივობა "დამოკიდებულია ჩინეთზე და იმაზე, თუ რამდენად მზად არის ის თანამშრომლობისთვის."

Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა.