აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . ამერიკის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსის ქალაქ ლებანონში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილის 10-23 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა ნიუ-იორკშიც.


„ჩემი გუნდი აფასებს ზემოქმედებას და ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება, გამოწვეულიყო და საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას,“ - დაწერა ნიუ-იორკის გუბერნატორმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით.