ლიეტუვამ უკრაინას M577-ის ტიპის ახალი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ მიწოდებული მანქანების რაოდენობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ლიეტუვა 3000 უპილოტო თვითმფრინავს შეიძენს კიევისთვის და 15 მილიონ ევროს გამოყოფს (დაახლოებით $16 მილიონი) დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო პროგრამებზე.
ვილნიუსი კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ლიეტუვის სამხედრო შენატანები უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილის მიხედვით.