ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის 24 თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები აპირებს, უკრაინას სულ 24 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდოს. ამის შესახებ მან ჰააგაში Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ.


„ვაპირებთ 24 F-16-ის გამანადგურებლის გადაცემას. ისინი გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ეს დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავების და ტექნიკოსების მომზადებაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე,“ - აღნიშნა კასა ოლონგრენმა.